მთავარი კალათბურთი ვლადიმერ ბოისა: ,,თორნიკე შენგელიასთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა ეროვნული ნაკრები და საქართველო”

ვლადიმერ ბოისა: ,,თორნიკე შენგელიასთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა ეროვნული ნაკრები და საქართველო”

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა ,,ფეისბუქის” გვერდზე მოსკოვის ,,ცსკაში” გადასულ თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს.

ბოისა ამაყობს იმით, რომ ასეთი კალათბურთელის გვერდით უთამაშია და შენგელიას ახალ კლუბში წარმატებებს უსურვებს.

ბოისას აცხადებს, რომ თორნიკე შენგელიასთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა ეროვნული ნაკრები და საქართველო.

ვლადიმერ ბოისა: ,,ნებისმიერი სპორტსმენის დიდი შრომა მიმართულია ერთი მიზნისკენ – მოიგოს უმაღლესი ტიტულები.
თორნიკე შენგელიასთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა ეროვნული ნაკრები და საქართველო. ევროპაში თამაშობდა თუ NBA-ში, იგი ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოდიოდა სანაკრებო მატჩებზე.
დარწმუნებული ვარ, ,,ცსკა”-სთან კონტრაქტს რომ აფორმებდა, საქართველოს ნაკრებზე ფიქრობდა, რადგან სწორედ ამ გუნდიდან ექნება ევროლიგის სეზონის მსვლელობისას ნაკრებში ჩამოსვლის შესაძლებლობა.
მივესალმები თოკოს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდში გადასვლას, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიდერად მიდის.
ვამაყობ, რომ ასეთი კალათბურთელის გვერდით მითამაშია და წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში.”- წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ,,ცსკასთან” ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა. იგი ევროლიგის მოწმედ ჩემპიონს აგბისტოში შეუერთდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი