მთავარი კალათბურთი თორნიკე შენგელია: ,,გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ   ნაკრებში ჩამოსვლას ნებისმიერ დროს შევძლებ”

თორნიკე შენგელია: ,,გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ   ნაკრებში ჩამოსვლას ნებისმიერ დროს შევძლებ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
97 ნახვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ,,ცსკაში” გადასვლის შემდეგ ქართულ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

შენგელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ.,,ცსკაში” გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა პუნქტმა, რომლის მიხედვითაც  ნაკრებში ნებისმიერ დროს ჩამოვა.

შენგელია ამბობს, რომ მისთვის,  როგორც ნაკრების კაპიტნისთვის ძალიან რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშების სახლიდან  ყურება.

თორნიკე შენგელია: „ჩემი სპორტული ამბიციაა, რომ მუდამ წარმატებული ქართველი სპორტსმენი ვიყო – საკლუბო და მითუმეტეს, სანაკრებო დონეზე. მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ორივე ამბიციას გავუსვი ხაზი – იქიდან გამომდინარე, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ და იქიდან გამომდინარეც, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ ნაკრებში ჩამოსვლას.

ჩემთვის, როგორც ნაკრების კაპიტნისთვის ძალიან რთული იყო სახლიდან იმის ყურება, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობდა, მე კი კლუბი არ მიშვებდა. გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ხელშეკრულების ამ პუნქტმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ დროს შემიძლია ჩამოვიდე.

მოგეხსენებათ, ფიბა-სა და ევროლიგას შორის დიდი დაპირისპირებაა და ევროლიგის მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებებში თამაშის საშუალება არ ეძლევათ. პირადად მე კი, კონტრაქტის მიხედვით, ამ საკითხზე პრობლემა არ შემექმნება. არ მინდა, რომ ეს თავის მართლებად მიიღონ, მაგრამ ეს იყო ამოსავალი პუნქტი, მოსკოვის გუნდთან მოლაპარაკება რომ გამეგრძელებინა“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან თორნიკე შენგელია.

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ჩემპიონ ,,ცსკასთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდს აგვისტოში შეუერთდება.

წყარო: 1.tv

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი