მთავარი საქართველოლეგიონერები ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე ,,ფერეჰვარის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე ,,ფერეჰვარის” ფეხბურთელია

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას „ფეჰარვარში” იგივე ,,ვიდეოტონში” გააგრძელებს.

ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ვიცეჩემპიონთან 3-წლიან კონტრაქტი გააფორმა.

,,ფეჰარვარმა” ბუდუ ზივზივაძის ყოფილ გუნდს ,,მეზოკოვეშდს”   500 ათას ევრო გადაუხადა.

ახალმა კლუბმა  ზივზივაძე უკვე ოფიციალურად  წარადგინა.

,,ფერეჰვარმა” წლევანდელ სეზონში  უნგრეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და მონაწილეობას  ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღებს.

,,ფეჰარვარი” იგივე ,,ვიდეოტონი” უნგრეთში ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდია. იგი 1941 წელს არის დაარსებული და 3-ჯერ უნგრეთის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 2-ჯერ კი უნგრეთის თასი აქვს მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი