მთავარი მთავარი ჯანი დი ბიაზი აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ჯანი დი ბიაზი აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

იტალიელი სპეციალისტი ჯანი დი ბიაზი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, ,ANSA” ავრცელებს.

აპენინელმა მწვრთნელმა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

დი ბიაზის სანაკრებო გამოცდილება გააჩნია. იტალიელი 2011-2017 წლებში, 6 წლის განმავლობაში სათავეში  ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს ედგა.

ალბანეთის გარდა სამწვრთნელო კარიერისას  დი ბიაზის ,ბასანო ვირტუსში”, ,,ვიჩენცაში”, ,,ვაცეზეში”,
,,კარპიში”, ,,კოზენცაში”,,,სპალში”, ,,მოდენაში”, ,,ბრეშაში”, ,,ტორინოში”, ,,უდინეზეში”, ასევე ესპანურ კლუბებში ,,ლევანტეში” და ,,ალავესში” უმუშავია.

აზერბაიჯანს დი ბიაზიმდე ხორვატი ნიკოლა იურჩევიჩი წვრთნიდა, რომელიც არასასურველი შედეგების გამო დაითხოვეს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი