მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

გვილიას ,,ლეგიამ” პირველობა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა.

საჩემპიონო მატჩში გვილიამ გოლის გატანა მოახერხა. ვაკომ მეტოქის კარი შეხვედრის 75-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2-0 გახადა.

გვილიამ შეხვედრა  ,,ლეგიას” სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მნიშვნელოვანი მატჩი სრულად ჩაატარა.

საბოლოოდ, ვარშაველებმა შინ, ,,კრაკოვია” 2:0 დაამარცხეს.

ვარშავის ,,ლეგიამ” თავის 104-წლიან ისტორიაში პოლონეთის ჩემპიონის ტიტული მეთოთხმეტედ (14) მოიპოვა.

ვაკო გვილია ,,ლეგიაში” 2019 წლიდან ასპარეზობს. ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთში პირველი ტიტული დაისაკუთრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი