მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,დილამ” ,,მერანი” გაანადგურა და ეროვნულ ლიგას სათავეში ჩაუდგა

,,დილამ” ,,მერანი” გაანადგურა და ეროვნულ ლიგას სათავეში ჩაუდგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კროსტალბეთ ეროვნული ლიგაში”  რამდენიმე წუთის წინ ერთი მატჩი დასრულდა.

გორში, ,,თენგიზ ბურჯანაძის” სტადიონზე ადგილობრივმა ,,დილამ” თბილისის ,,მერანი” გაანადგურა.

შიდა ქართლელებმა პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ გაილაღეს და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრაში დუბლი უკრაინელმა

მიკოლა კოვტალიუკმა შეასრულა.
სლავმა ფორვარდმა ,,მერანს” პირველი და ბოლო გოლი შეუგდო.

ამ გოლების შუაში კი თავი ნიკა გაგნიძემ და ირაკლი ლეკვთაძემ გამოიჩინეს.

გორის ,,დილამ” ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა.
ქართლელებმა თბილისის ,,დინამოს” 3 ქულით გაუსწრეს.
საქართველოს ყველა ტიტულოვანი გუნდი მე-5 ტურის მატჩს მტერ-მეტოქე ,,ტორპედოსთან” ხვალ, ქუთაისში, ჩაატარებს

,,ქართული კლასიკო” სტარტს 21:00 საათზე აიღებს.

თბილისის ,,მერანს” მიმდინარე სეზონში მოგება არ აქვს და 3 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება.

,,დილა” (გორი) 4:0 ,,მერანი” ,(თბილისი)
58′ მიკოლა კოვტალიუკი (1-0), 64′ ნიკა გაგნიძე (2-0), 74′ ირაკლი ლეკვთაძე (3-0), 85′ მიკოლა კოვტალიუკი პენ. (4-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი