მთავარი მსოფლიოესპანეთი არტურო ვიდალიმ ,,ბარსელონას” მოაგებინა – ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება

არტურო ვიდალიმ ,,ბარსელონას” მოაგებინა – ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურის მატჩში კატალონიურმა ,,ბარსელონამ” მორიგი 3 ქულა მოიპოვა და მტერ-მეტოქე ,,რეალთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.

,,ბარსელონამ” სტუმრად ,,ვალიადოლიდთან” არტურო ვიდალის ერთადერთი გოლით 1:0 გაიმარჯვა.

ჩილელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-15 წუთზე არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის პასით დალაშქრა.

მესის ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 22 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

,,ბარსელონამ” ამ გამარჯვებით თავი 79 ქულას მოუყარა და ,,სამეფო კლუბს” ერთი ქულითღა ჩამორჩება.
,,რეალი'” 36-ე ტურის მატჩს სტუმრად, ,,გრანადასთან” 13 ივლისს, ჩაატარებს.

,,ბარსელონას” ლა ლიგის დასრულებამდე ,,ოსასუნასთან” და ,,ალავესთან” მოუწევს პაექრობა

,,რეალი” ზემოთნახსენები ,,გრანადას” გარდა ,,ვილიარეალს” და ,,ლეგანესს” შეებრძოლება.

,,ვალიადოლიდი” 0:1 ,,ბარსელონა”
15′ ვიდალი

,,ვალიადოლიდი”: მასიპი, მაიანო, კიკო, სანჩესი, გარსია (25′ ნაჩო), ფედე, ფერნანდესი (46′ ჰერვიასი), ალკასარი (46′ უნალი), კიკე, გვარდიოლა (61′ რამირესი), პლანო (80′ რუბიო)
მთავარი მწვრთნელი: სერხიო

,,ბარსელონა”: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლენგლე (57′ არაუხო), ალბა, ბუსკეტსი (74′ ფირპო ჟუნიორი), რობერტო, პუიგი (57′ რაკიტიჩი), ვიდალი, მესი, გრიზმანი (46′ სუარესი)

,,ოსასუნა” 2:1 ,,სელტა”
10′ მინა (0-1), 23′ ენჩიჩი (1-1), 90+1′ ხოსე (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი