მთავარი მსოფლიოიტალია მაურისიო სარი: ,,ატალანტასთან” მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, ჩვენ კონკურენტებთან უპირატესობა გავზარდეთ”

მაურისიო სარი: ,,ატალანტასთან” მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, ჩვენ კონკურენტებთან უპირატესობა გავზარდეთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში ,,ატალანტასთან” მატჩის დასრულების შემდეგ ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განვლილი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

სარი აცხადებს, რომ ,,ატალანტა” შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ბერგოელებს სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩი ჰქონდათ მოგებული და ,,იუვენტუსთან” წნეხის გარეშე ითამაშეს.

მაურისიო სარი: ,,ჩემი გუნდი ,,მილანთან” შეხვედრაში გაცილებით მწვავედ მოქმედებდა, მაგრამ ბერგამოელების წინააღმდეგ მეტი ყურადღება და შემართება გამოვიჩინეთ.

,,ატალანტა” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

გასპერინის შეგირდები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მათ ყველა შეხვედრაში გოლი გააქვთ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

ბერგამოელებს სერია A-ში ზედიზედ 9 გამარჯვება ჰქონდათ მიღწეული და მოედანზე ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გამოვიდნენ.

პირველ ნახევარში დაცვიდან შეტევაში გააზრებულად გადასვლა ძალიან გვიჭირდა
მეტოქე ფაქტობრივად, ჰაერს გვიკეტავდა.
პირველი ბურთიც ცენტრში არასწორი მოქმედების გამო გავუშვით.

მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდა.
ბურთის გაკონტროლება დავიწყეთ და თამაშიც დავალაგეთ.
მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ბრძოლა გავაგრძელეთ და შედეგიც მივიღეთ.

გონსალო იგუაინი მინდორზე თავისუფალი სივრცეების მოსაპოვებლად გამოვიყვანე.. არგენტინელს ამ ფუნქციის შესრულება ძალიან კარგად გამოსდის.
მირალემ პიანიჩს მცირე პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მისი სკამზე დატოვება გადავწყვიტე.
მთლიანობაში მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენ კონკურენტებთან უპირატესობა გავზარდეთ. ” – აცხადებს მაურისიო სარი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი