მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ხვალიდან საქართველოს ,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2″ განახლდება

ხვალიდან საქართველოს ,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2″ განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი

ხვალიდან კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2″ განახლდება.

მე-3 ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ქობულეთის ,,შუქურა” და ზუგდიდის ,,დინამო”, ასევე ,,გაგრა” და თბილისის ,,შევარდენი” დაუპირისპირდებიან.
ორივე შეხვედრა სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

განვლილი 2 ტურის შემდეგ 100%-იანი შედეგით ტურნირს ქობულეთის ,,შუქურა” ლიდერობს.

,,ვიტ ჯორჯიასა” და ბოლნისის ,,სიონს” 4-4 ქულა გააჩნიათ და II-III ადგილებს იყოფენ.

პანდემიისგან გამოაწვეული პაუზის გამო გუნდები ერთმანეთთან ნაცვლად, 4 წრისა 2 წრეს ჩაატარებენ.

ტურნირზე პირველ ადგილზე გასული გუნდი უმაღლესი ლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს.

მე-2 პოზიციაზე მყოფი გუნდი კი ლიგა 1-ის მე-9 ადგილზე გასულ გუნდს ფლეი-ოფში დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგა 2
მე-3 ტური

13 ივლისი
,,შუქური” (ქობულეთი) : ,,დინამო” (ზუგდიდი) (18:00 სთ.)
,,გაგრა” : ,,შევარდენი” (თბილისი)
(18:00 სთ.)

14 ივლისი
,,ვიტ ჯორჯია” (თბილისი) : ,,რუსთავი”
(16:00 სთ.)
,,მერანი” (მარტვილი) : ,,არაგვი” (დუშეთი) (18:00 სთ.)

15 ივლისი
,,სიონი” (ბოლნისი) : ,,სამგურალი” (სამგურალი) (18:00 სთ.)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი