მთავარი მსოფლიოგერმანია ტიაგო ალკანტარა ,,ბაიერნიდან” მიდის

ტიაგო ალკანტარა ,,ბაიერნიდან” მიდის

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

მიუნხენის ,,ბაიერნის”  ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დიდი ალბათობით, გერმანულ გუნდს დატოვებს. ამის შესახენ ინფორმაციას სააგენტო ,,ESPN” ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელს მსურველები არ აკლია. ესპანელი ნახევარმცველით ტურინის ,,იუვენტუსი”, ასევე ინგლისური კლუბები ,,ლივერპული”და ,,მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებული.

ტიაგო ალკანტარას მსურველმა კლუბმა ,,ბაიერნს” 35 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ტიაგოს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

ალკანტარა მიუნხენის ,,ბაიერნის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მას ბავარიელთა მაისურით 150 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 17 გოლი გატანილი.

,,რეკორდმაისტერში” გადასვლამდე ალკანტარა 5 წლის განმავლობაში 2008-2013 წლებში ,,ბარსელონას” შემადგენლობაში გამოდიოდა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი