მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო გვილია სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ვაკო გვილია სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში ქართველი ფეხბურთელი ვაკო გვილია გამოარჩიეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ექსტრაკლასის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

,,ლეგიას” ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ,,კრაკოვიასთან” შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 75-ე წუთზე გოლი გაიტანა.

,,ლეგიამ” კი ამ გამარჯვებით პოლონეთის ჩემპიონობა გაინაღდა.

ვაკო გვილია მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ დაასახელა.
სულ კი ქართველმა ფეხბურთელმა ,,ლეგიაში” ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა. 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი