მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ეროვნული ლიგა 2 დაიწყო – ლიდერმა ,,შუქურამ” აუტსაიდერი ზუგდიდის ,,დინამო” გაანადგურა

ეროვნული ლიგა 2 დაიწყო – ლიდერმა ,,შუქურამ” აუტსაიდერი ზუგდიდის ,,დინამო” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2” დაიწყო.

ქობულეთში, ,,ჩელე არენაზე” ,,შუქურამ” ზუგდიდის ,,დინამო” არ დაინდო და 3:0 გაანადგურა.
მატჩში დუბლი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ შეასრულა.
ერთხელ კი მეგრელების კარი ირაკლი კომახიძემ აიღო.

,,შუქურას” 3 ტურის შემდეგ 100%-იანი შედეგი გააჩნია და 9 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
ზუგდიდის ,,დინამო” კი 1 ქულით ბოლო მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

თბილისის ,,შევარდენმა” დრამატულ, უხვგოლიანი შეხვედრაში ,,გაგრა” 3:2 დამარცხა.
ამ მატჩის გმირი ,,შევარდენის” ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა გახდა.
გოგუამ აფხაზურ გუნდს ორი გოლი გაუტანა.

,,შევარდენი” 3 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო ,,გაგრა” კი 2 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

,,შუქურა” (ქობულეთი) 3:0 ,,დინამო” (ზუგდიდი)
33′ ჯეფერსონ ჯერალდო (1-0), 62′ კომახიძე (2-0), 83’ჯეფერსონ ჯერალდო (3-0)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიქია (,,შუქურა”)

,,გაგრა”. 2:3 ,,შევარდენი” (თბილისი)
5′ მაქაცარია (1-0), 17′ ოქროპირიძე (2-0), 22′ სამუშია (2-1), 61′ 72′ პენ. გოგუა (2-2, 2-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი