მთავარი მთავარი გიორგი მაკარიძის ,,სეტუბალმა” ზედიზედ მე-7 შეხვედრა წააგო

გიორგი მაკარიძის ,,სეტუბალმა” ზედიზედ მე-7 შეხვედრა წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის გუნდი ,,ვიტორია სეტუბალის” საქმეები ცუდად მიდის.

,,სეტუბალმა” ზედიზედ მე-7 შეხვედრა შინ, ,,ფამალიკაოსთან” 1:2 წააგო

გიორგი მაკარიძე მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

,,სეტუბალს” 14-მატჩიანი მოუგებელი სერია გააჩნია და 30 ქულით სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონის სიახლოვეს მე-14 ადგილზე იმყოფება.

გიორგი მაკარიძის გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე დაპირისპირება ,,სპორტინგთან” და ,,ბელენენსეშთან” მოუწევს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი