მთავარი მსოფლიოიტალია მარსელო ბროზოვიჩი შარში გაეხვა

მარსელო ბროზოვიჩი შარში გაეხვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

მილანის ,,ინტერის” ხორვატ ფეხბურთელს მარსელო ბროზოვიჩს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

27 წლის ფეხბურთელი პოლიციის თანამშრომლებმა შუქნიშანზე წითელზე გავლის გამო გააჩერეს.
ალკოტესტის ჩატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბროზოვიჩი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ბალკანელს მართვის მოწმობა ჩამოართვეს და მისი ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

მარკო ბრიზოვიჩს ავტომანქანის დაბრუნება ორი კვირის შემდეგ შეეძლება. მას სოლიდურ ჯარიმასაც გადაახდევინებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი