მთავარი მსოფლიოიტალია დიდებულმა ,,ატალანტამ” ამჯერად ,,ბრეშა” გაანადგურა

დიდებულმა ,,ატალანტამ” ამჯერად ,,ბრეშა” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

იტალიის სერია A-ში წარმატებულ თამაშს ბერგამოს ,,ატალანტა” აგრძელებს.

ჯან პიერო გასპერინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ,,ბრეშა” 6:2 გაანადგურა.

შეხვედრის გმირი მარიო პასალიჩი გახდა. ხორვატმა ფეხბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა.
სტუმართა კარში თითო გოლი ნიდერლანდელმა მარტენ დე რუნიმ, უკრაინელმა რუსლან მალინოვსკიმ და კოლუმბიელმა დუვან ზაპატამ გაიტანეს.

,,ატალანტა” ისტორიაში შესანიშნავ სეზონს ატარებს.
გუნდს იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 93 გოლი აქვს გატანილი. თუ დარჩენილ მატჩებში ბერგამოელები კიდევ 7 გოლის გატანას მოახერხებენ 100-ს მოუახლოვდებიან, რაც ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით სერია A-ს რეკორდი იქნება.

,,ბრეშასთან” მატჩის შემდეგ ,,ატალანტამ” 70 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

,,ატალანტა” ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებს.
გასპერინის ბიჭები ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში ერთრაუნდიან ორთაბრძოლაში ,,პსჟ” დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული მატჩი 12 აგვისტოს, ლისაბონში შედგება.

,,ატალანტა” 6:2 ,,ბრეშა”
2′ პასალიჩი (1-0), 8′ ტორეგროსა (1-1), 25′ დე რუნი (2-1), 28′ მალინოვსკი (3-1), 30′ ზაპატა (4-1), 55′ 58′ პასალიჩი (5-1, 6-1), 83′ სპალეკი (6-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი