მთავარი მთავარი სკანდალი ბელარუსში: არის თუ არა მინსკის ,,დინამოს” გოგონათა გუნდის ბურკინა ფასოელი ფეხბურთელი კაცი?

სკანდალი ბელარუსში: არის თუ არა მინსკის ,,დინამოს” გოგონათა გუნდის ბურკინა ფასოელი ფეხბურთელი კაცი?

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ბელარუსის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის 20-მდე მოთამაშემ ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთი მოთამაშის სქესის შემოწმების თხოვნით მიმართა.

ფეხბურთელებს ეჭვი აქვთ, რომ
მინსკის „დინამოს“ ბურკინა ფასოელი ლეგიონერი სალიმატა სიმპორე კაცია.

,,დინამოს” პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და კლუბის მიმართ კონკურენტების მიერ ბინძური კამპანიაა აგორებული.
მინსკის გუნდის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში დოკუმენტების წარდგენას აპირებს, რომლიდანაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

33 წლის სალიმატა სიმპორე ბელარუსის ჩემპიონატში ბრწყინვალედ თამაშობს. მას მიმდინარე სეზონში 8 მატჩში, 8 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი