მთავარი მსოფლიოინგლისი ,,არსენალმა” ჩემპიონი ,,ლივერპული” დაამარცხა

,,არსენალმა” ჩემპიონი ,,ლივერპული” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში ,,არსენალმა” ,,ლივერპულს” 2:1 სძლია.

ლონდონის ,,ემირატ სტედიუმზე” გამართული მატჩის გმირი ,,მეთოფეთა” გუნდის ფრანგი ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტე გახდა. მან ,,ბიტლომანთა ქალაქის გუნდის” კარში გოლი გაიტანა და ასევე საგოლე პასი მიითვალა.

,,არსენალი” ამ გამარჯვების შემდეგ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
ლონდონელებს 53 ქულა გააჩნია და მე-9 ადგილზე იმყოფება.

,,ლივერპული” კი მარცხის შემდეგ ისტორიულ 100-ქულიან ზღვარს ვეღარ მიაღწევს.
იურგენ კლოპის ბიჭებს ამ დროისთვის 93 ქულა აქვთ. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 2 ტურია დარჩენილი.

,,ბარნლი” 1:1 ,,ვულვზი”
76′ ხიმენესი (0-1), 90+6′ ვუდი პენ. (1-1)

,,მანჩესტერ სიტი” 2:1 ,,ბორნმუთი”
6′ დავიდ სილვა (1-0), 39′ გაბრიელ ჟესუსი (2-0), 88′ ბრუკსი (2-1)

,,ნიუკასლი” 1:2 ,,ტოტენჰემი”
27′ ჰეონგ-მინ სონი (0-1), 56′ რიჩი (1-1), 60′ 90′ კეინი (1-2, 1-3)

,,არსენალი” 2:1 ,,ლივერპული”
20′ მანე (0-1), 32′ ლაკაზეტე (1-1), 44′ ნელსონი (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი