მთავარი მსოფლიოიტალია უხვგოლიან ორთაბრძოლაში ,,იუვენტუსმა” ქულები დაკარგა

უხვგოლიან ორთაბრძოლაში ,,იუვენტუსმა” ქულები დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

იტალიის სერის A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში ,,იუვენტუსმა” სტუმრად, ,,სასუოლოსთან” ქულები დაკარგა.

შეხვედრა უხვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა.
გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს.

მატჩში თავდაპირველად, სტუმრები დაწინაურდნენ.

მე-6 წუთზე ბოსნია ჰერცოგოვინელ მირალემ პიანიჩის კუთხურიდან გაკეთებული პასის შემდეგ საჯარიმოს გარედან ბრაზილიელმა დანილომ ულაზესი გოლი გაიტანა 0:1.

მე-12 წუთზე პიანიჩმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი გრძელი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილმა არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ანგარიში ორამდე გაზარდა 0:2

29-ე წუთზე ,,სასუოლოს” ფეხბურთელებმა სხვაობა მინიმუმდე შეამცირეს. ,,იუვენტუსის” მცველების დაბნეულობით სერბმა ფილიპ ჯურიჩიჩმა ისარგებლა 1:2.

მეორე ნახევრის 3-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა წინ გასვლა მოახერხეს.
51-ე წუთზე დომინიკო ბელარდიმ ჯარიმიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

54-ე წუთზე კი ფრანჩესკო კაპუტომ ,,სასუოლო” დააწინაურა. მან ბელარდის იდეალური გადაცემა დედის რძესავით შეირგო.

64-ე წუთზე ურუგვაელ როდრიგო ბენტანკურის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით ბრაზილიელმა ალექს სანდრომ გადაგზავნა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

,,იუვენტუსს” ამ დროისთვის 77 ქულა აქვს და სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს.
,,ბებერი ქალბატონი” უშუალო კონკურენტ ,,ატალანტას” 7 ქულით უსწრებს.

,,სასუოლო” 3:3 ,,იუვენტუსი”
6′ დანილო (0-1), 12′ იგუაინი (0-2), 29′ ჯურიჩიჩი (1-2), 51′ ბერარდი (2-2), 54′ კაპუტო (3-2), 64′ ალექს სანდრო (3-3)

,,უდინეზე” 0:0 ,,ლაციო”

,,მილანი” 3:1 ,,პარმა”
44′ კურტიჩი (0-1), 55′ კესიე (1-1), 59′ რომანოლი (2-1), 77′ ჩალჰანოღლუ (3-1)

,,ბოლონია” 1:1 ,,ნაპოლი”
7′ მანოლასი (0-1), 80′ ბაროუ (1-1)

,,სამპდორია” 3:0 ,,კალიარი”
8′ გაბიადინი (1-0), 40′ 53′ ბონაცოლი (2-0, 3-0)

,,რომა” 2:1 ,,ვერონა”
10′ ვერეტო (1-0), 45+4′ ჯეკო (2-0), 47′ პესინა (2-1)

,,ლეჩე” 1:3 ,,ფიორენტინა”
6′ კიეზა (0-1), 38′ გეზალი (0-2), 40′ კუტრონე (0-3), 88′ შახოვი (1-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი