მთავარი მთავარი ,,პორტუ” პორტუგალიის ჩემპიონი გახდა

,,პორტუ” პორტუგალიის ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

პორტუგალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში ,,პორტუმ” შინ, ,,დრაგაოს” სტადიონზე ლისაბონის ,,სპორტინგი” 2:0 დაამარცხა და ორი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

საჩემპიონო შეხვედრაში მომავალმა ჩემპიონმა პირველი გოლი 64-ე წუთზე გაიტანა.
თავი დანილო პერეირამ გამოიჩინა.

მსაჯის მიერ კონპერსირებულ დროში მალელმა მუსა მარეგამ გულშემატკივრები დაამშვიდა. მან მეტოქის კარი ბრაზილიელ ალექს მიკოლაო ტელესის გადაცემით დალაშქრა.

,,პორტუმ” ამ გამარჯვებით 79 ქულა დააგროვა და კონკერენტ ლისაბონის ,,ბენფიკას” 8 ქულით გაასწრო.

,,პორტუმ” პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში ოცდამეცხრედ მოიპოვა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი