მთავარი მთავარი დომინიკ ტიმმა ბერლინის ტურნირი მოიგო

დომინიკ ტიმმა ბერლინის ტურნირი მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ATP-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანმა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გერმანიის  დედაქალაქ ბერლინში საჩვენებელი ტურნირი მოიგო.

ფინალურ ორთაბრძოლაში ტიმმა იტალიელი ჩოგბურთელი მატეო ბერეტინი დაამარცხა.

ავსტრიულ-იტალიური დაპირისპირება საათნახევარი გაგრძელდა.
ტიმმა აპენინელ მოწინააღმდეგეს 3-სეტში 6:7, 6:4, 10:8 სძლია.

დომინიკ ტიმმა ტურნირის 1/2 ფინალში იტალიელ ჯანიკ სინერს მოუგო.

ეს ტურნირი საჩვენებელი გახლდათ და მისი შედეგები რეიტინგზე არ აისახება.

კორონავირუსის გამო შეჩერებული საჩოგბურთო პირველობები 14 აგვისტოს ვაშინგტონის ტურნირით განახლდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი