მთავარი მსოფლიოესპანეთი ზინედინ ზიდანი: ,,რეალის” ჩემპიონობა ჩემზე მეტად იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც მოედანზე იბრძვიან”

ზინედინ ზიდანი: ,,რეალის” ჩემპიონობა ჩემზე მეტად იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც მოედანზე იბრძვიან”

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

,,მართალია, ამ წარმატებაში ჩემი წვლილი დიდია, თუმცა ,,რეალს” ჩემპიონობა იმ ფეხბურთელებმა მოუტანეს, რომლებიც მოედანზე გამარჯვებისთვის იბრძვიან” – აცხადებს ზინედინ ზიდანი ,,რეალის” ჩემპიონობის შემდეგ.

ზიდანის აზრით, დღევანდელი ,,რეალი” საოცარი გუნდია და მოხარულია, რომ ამ გუნდის შექმნაში მონაწილეობა მიუძღვის.

ზინედინ ზიდანი: ,,რეალი” ჩემპიონია! არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ. შთამბეჭდავია ის, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა გააკეთეს. დადებითი ემოციების გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის.
მართალია, ამ წარმატებაში ჩემი წვლილი დიდია, თუმცა ,,რეალს” ჩემპიონობა იმ ფეხბურთელებმა მოუტანეს, რომლებიც მოედანზე გამარჯვებისთვის იბრძვიან.
რეალის” ჩემპიონობა ჩემზე მეტად იმ ფეხბურთელების დამსახურებაა.
ეს საოცარი გუნდია და მიხარია, რომ ამ გუნდის შექმნაში ჩემი ხელიც ურევია. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემს ბიჭებს ბედნიერებს ვხედავ.
ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.
ვფიქრობ, ამ გუნდით დიდი მიზნების შესრულება შესაძლებელია.” – აცხადებს მადრიდის ,,რეალის” ლეგენდარული თავკაცი ზინედინ ზიდანი.

,,რეალმა” რიგით 34-ე ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ,,ვილიარელთან” 2:1 მოგებულ მატჩში მოიპოვა.

საჩემპიონო ბრძოლაში დუბლი ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ გაიფორმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი