მთავარი მსოფლიოესპანეთი ედენ აზარმა ესპანეთის ჩემპიონობით ,,ჩელსის” 16 მილიონ ევრომდე აშოვნინა

ედენ აზარმა ესპანეთის ჩემპიონობით ,,ჩელსის” 16 მილიონ ევრომდე აშოვნინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

ლონდონის ,,ჩელსი” მადრიდის ,,რეალიდან” საპრიზო ბონუსის სახით 16 მილიონ ევრომდე მიიღებს.
ამის მიზეზი ,,სამეფო კლუბის” ბელგიელი ფეხბურთელის ედენ აზარის კონტრაქტი გახლავთ.

საქმე იმაშია, რომ მადრიდულ და ლონდონურ კლუბებს შორის შედგენილ ხელშეკრულებაში არის ფუნქტი, რომელიც აზარის ესპანეთის ჩემპიონად გახდომის შემთვევაში ,,რეალს” 11-დან 16 მილიონამდე ევროს გადახდას აკისრებს.

ბელგიელი „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან ასპარეზობს.
ბენელუქსელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ,,რეალის” იმედები ვერ გაამართლა.

თავად განსაჯეთ, ფლორენტინო პერესმა ბელგიელ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. აზარმა კი წლევანდელ სეზონში სულ 23 მატჩი ჩაატარა.
ერთი გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი