მთავარი მთავარი ელინა სვიტოლინამ ბერლინის ტურნირი მოიგო

ელინა სვიტოლინამ ბერლინის ტურნირი მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდა.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს WTA-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანი უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ამავე რეიტინგის მე-12 ჩოგბურთელი ჩეხი პეტრა კვიტოვა დაუპირისპირდნენ.

სვიტოლინამ პირველი სეტის წაგების მიუხედავად, შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა და მოწინააღმდეგე 3-სეტში 3-6, 6-1, 10-5 დაამარცხა.

უკრაინელმა ლამაზმანმა ფინალამდე ლატვიელ ანასტასია სევასტოვას სძლია.

ეს ტურნირი საჩვენებელი ხასიათის გახლდათ. აქედან გამომდინარე პირველობის შედეგი WTA-ს რეიტინგზე არ აისახება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი