მთავარი მსოფლიოესპანეთი იკერ კასილასი ,,რეალში” დაბრუნდა

იკერ კასილასი ,,რეალში” დაბრუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
64 ნახვა

მადრიდის ,,რეალის” ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.

კასილასი ,,სამეფო კლუბში” გუნდის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩეველად იმუშავებს.

იკერ კასილასი მადრიდის ,,რეალის” ძირითადი გუნდის ღირსებას 16 წლის განმავლობაში 1999-2015 წლებში იცავდა. მან მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის რიგებში ჯამში 725 შეხვედრა ჩაატარა.

,,რეალთან” ერთად იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო. 2-ჯერ ევროპის სუპერთასს და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.
ერთხელ კი ფიფას საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის განკუთნილი თასი აღმართა.
კასილასმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ დაისაკუთრა.
ესპანეთის თასი 2-ჯერ, ხოლო სუპერთასი 4-ჯერ მოიპოვა.

მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა იკერ კასილასმა კარიერა ,,პორტუში” დაასრულა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი