მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ნიჯატ ყურბანოვი: ,,გოლი ყველა ჩემს თანამემამულეს მივუძღვენი, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ”

ნიჯატ ყურბანოვი: ,,გოლი ყველა ჩემს თანამემამულეს მივუძღვენი, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

,,სამტრედიას” აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა თბილისის ,,მერანთან” გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა. მან გოლის შემდეგ სამხედრო სალამის ჟესტი გააკეთა.

ყურბანოვი აცხადებს, რომ ეს ჟესტი იმ თანამემამულეებს მიუძღვნა, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ.

ნიჯატ ყურბანოვი: ,,თბილისის ,,მერანთან” კარგად ვითამაშეთ. მატჩის სტარტზე გოლი გავუშვით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. თუ შემდეგ თამაშებშიც ასე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს ჩავდებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, ამ ჟესტით გოლი  ყველა ჩემს თანამემამულეს მივუძღვენი,
რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე სიტუაციაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა.” – აცხადებს ,,სამტრედიის” ოფიციალურ ,,ფეისბუქის” გვერდზე გუნდის აზერბაიჯანელი ლეგიონერი.

რამდენიმე დღის წინ ყარაბახის სადავო ტერიტორიის გამო  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა. ორივე მხრიდან რამდენიმე ათეული ადამიანია დაღუპული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი