მთავარი საქართველოეროვნული ლიგა არ ჩათვლილი გოლი და უგოლო ფრე თბილისურ დერბიში

არ ჩათვლილი გოლი და უგოლო ფრე თბილისურ დერბიში

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-6 ტურში ერთმანეთს თბილისური გუნდები ,,საბურთალო” და ,,ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

,,მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

შეხვედრის 77-ე წუთზე სადავო ვითარება შეიქმნა.
შეხვედრის არბიტრმა ბაკურ ნინუამ ,,საბურთალოს” ალალად გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

იმ ეპიზოდში ასეთი რამ მოხდა.
,,რკინიგზელთა” კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა.
ჯარიმის შესასრულებლად ბურთთან ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჯეროენ ლუმუ მივიდა. ბენელუქსელის დარტყმული ,,ლოკომოტივის” მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ცხვირწინ მოიგერია. იქ კი ლევან კაკუბავა გაჩნდა, რომლის დარტმულის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.
ეს ყველაფერი ვერც მთავარმა მსაჯმა ნინუამ დაინახა და ვერც მისმა ასისტენტმა.

,,საბურთალოელებმა” კი მომენტი ამაოდ, გააპროტესტეს.

ასეა, თუ ისეა მსაჯის შეცდომით მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარება მივიღეთ: ,,საბურთალოს” 9 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ხოლო ,,ლოკომოტივი” კი 8 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

ეროვნული.ლიგა.
მე-6 ტური

თბილისი, ,,მიხეილ მესხი”

,,საბურთალო” (თბილისი) 0:0 ,,ლოკომოტივი” (თბილისი)
გაძევება: 89′ გურეშიძე ( ,,ლოკომოტივი”)

,,საბურთალო”: კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, კაკუბავა, ტაბატაძე, ელვინ ტერა, ალთუნაშვილი, გრიგალაშვილი (46′ მაჭარაშვილი), ბელიაევი (46′ ცნობილაძე), ქავთარაძე (71′ ლუმუ), კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

,,ლოკომოტივი“: მამარდაშვილი, გაბაძე, ანდრონიკაშვილი, გურეშიძე, კირკიტაძე (78′ ძებნიაური), სამურგასოვი (65′ შეყილაძე) შონია, დარცმელია, უბილავა, არველაძე (56′ გავაშელიშვილი), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი