მთავარი მსოფლიოიტალია ,,ატალანტამ” ქულები დაკარგა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის სასტარტო შეხვედრაში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ბერგამოს ,,ატალანტამ” სტუმრად, ვერონაში მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა.

,,ვერონასა” და ,,ატალანტას” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

გასპერინის ბიჭები 50-ე წუთზე დაწინაურდნენ.  გოლი ,ატალანტას” კოლუმბიელმა ფორვარდმა დუვან ზაპატამ გაიტანა.

მასპინძლებმა წონასწორობა 59-ე წუთზე აღადგინეს. პიერლუიჯი გოლინის კარი მატეო პესინამ დალაშქრა.

ამ შედეგის გათვალისწინებით, ბერგამოს ,,ატალანტას” 71 ქულააქვს და სატურნირო ცხრილში ,,ინტერთან” ერთად II-III ადგილებს იყოფს.  ორივე ეს გუნდი ლიდერ ,,იუვენტუსს” 7 ქულით ჩამორჩება.

,,ვერონა” კი 45 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

,,ვერონა” 1:1 ,,ატალანტა”
50′ ზაპატა (0-1), 59′ პესინა (1-1)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი