მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,ბათუმის” ,,დინამო” ისევ დაუმარცხებელია – აჭარლებმა ,,ტორპედოს” სძლიეს

,,ბათუმის” ,,დინამო” ისევ დაუმარცხებელია – აჭარლებმა ,,ტორპედოს” სძლიეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” ბათუმის ,,დინამოსა” და ქუთაისის,,ტორპედოს” შორის მე-6 ტურის მატჩი შედგა.

ანგისაში, ,,ჯონი ბაკურიძის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა კარგად ითამაშეს და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა.
,,დინამო” ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გიული მანჯგალაძის პასით დააწინაურა.

ფლამარიონი ჩემპიონატის ბომბარდირია. სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს 4 გოლი აქვს გატანილი.

აჭარლებმა იმერლები მეორედ 88-ე წუთზე დაამწუხრეს. ქუთაისელთა მეკარის ლევან შოვნაძის კარი გიული მანჯგალაძემ დალაშქრა.

ბათუმის ,,დინამი” ეროვნულ ლიგაში ჯერჯერობით წაუგებელია. ზღვისპირელებს 10 ქულა გააჩნიათ და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.
ქუთაისის ,,ტორპედო” კი 5 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

,,დინამო” (ბათუმი) 1:1 ,,ტორპედო” (ქუთაისი)
35′ ჯოვინო ფლამარიონი (1-0), 88′ გიული მანჯგალაძე (2-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი