მთავარი მთავარი VIDEO: ტოჩინოშინმა შიჩიგაცუ ბაშო წარმატებით დაიწყო

VIDEO: ტოჩინოშინმა შიჩიგაცუ ბაშო წარმატებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
63 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,კოკუგიკანის” სასახლეში სტარტი ივლისის ბაშომ აიღო.

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება იზეიმა.

მე-11 მაეგაშირას სტატუსის მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა იაპონელი შიმანოუმი დაამარცხა.

ქართველმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილს თავიდანვე შეუტია. შემდეგ მავაშიში ხელი ჩაავლო და დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ხვალ, ტოჩინოშინის წინაშე მე-10 მაეგაშირა ბრაზილიელი კაისეი დადგება.

ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ამსახველი ვიდეო: https://adjarasport.com

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი