მთავარი მთავარი ჰააგაში 5 კაცით წარვსდგებით, ოსაკაში 10

ჰააგაში 5 კაცით წარვსდგებით, ოსაკაში 10

349 ნახვა

ნოემბერი სასიამოვნოდ გადატვირთული თვეა ძიუდოს ქომაგდათვის. მომდევნო სამ უქმეებზე მიყოლებით სამი დიდი შეჯიბრებაა ჩანიშნული – ტაშკენტის, ჰააგისა და ოსაკასი. მათგან პირველში ჩვენები არ იასპარეზებენ, მომდევნო ორში წასაყვანი შემადგენლობები კი უკვე ცნობილია.

ნიდერლანდებში 16-18 ნოემბერს გასამართ “დიდ პრიზზე” ნაკრების მხოლოდ ხუთი წევრია დარეგისტრირებული:

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი

90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

ჰააგადან ნაკრები ამომავალი მზის ქვეყანაში გადაინაცვლებს, სადაც 23-დან 25 ნოემბროს ჩათვლით ოსაკას “დიდი მუზარადი” გაიმართება… ბევრისთვის ცნობილი როგორც ძიგარო კანოს ტურნირი. ზემოთ დასახელებული ხუთეულს ერთი ამდენივე დაემატება და ჯამში იაპონურ ტატამზე 10 ფალავნით წარვსდგებით.

60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი

100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ – გურამ თუშიშვილი

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი