მთავარი მსოფლიოიტალია საბრძოლო ფრე რომში – ,,ინტერმა” ქულები დაკარგა

საბრძოლო ფრე რომში – ,,ინტერმა” ქულები დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის შეხვედრაში რომის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” ,,რომასა” და ,,ინტერს” შორის დაძაბული უხვგოლიანი მატჩი შედგა.

დრამატულ ორთაბრძოლაში მილანის ,,ინტერის” ფეხბურთელებმა შეხვედრა მიწურულს გადაარჩინეს.
მილანელთა ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუ პენალტი 88-ე წუთზე გაიტანა და გუნდს 1 ქულა მოუტანა.

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

,,ინტერს” ამ დროისთვის 72 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება.
ანტონიო კონტეს შეგირდები ლიდერ ,,იუვენტუსს” 5 ქულით ჩამორჩებიან.

,,ბებერი ქალბატონი” დღეს, რომის ,,ლაციოს” დაუპირისპირდება.

,,რომა” კი 58 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

,,რომა” 2:2 ,,ინტერი”
15′ დე ვრეი (0-1), 45+1′ სპინაცოლა (1-1), 57′ მხითარიანი (2-1), 88′ ლუკაკუ (2-2)

,,პარმა” 2:3 ,,სამპდორია
18′ ჟერვინიო (1-0), 40′ ბერესზინსკი ა.გ. (2-0), 48′ შაბოტი (2-1), 69′ კვალიარელა (2-2), 78′ ბონაცოლი (2-3)

,,ბრეშა” 2:1 ,,სპალი”
42′ დაბო (0-1), 69′ 90+3′ ზმრალი (1-1, 2-1)

,,ფიორენტინა” 2:0 ,,ტორინო”
2′ ლიანსო ა.გ. (1-0), 75′ კუტრონე (2-0)

,,ჯენოა” 2:1 ,,ლეჩე”
7′ სანაბრია (1-0), 60′ მანკოსუ (1-1),
81′ გაბრიელი ა.გ. (2-1)
გამოუყენებელი პენალტი: 45+2′ მანკოსუ (,,ლეჩე,”)

,,ნაპოლი” 2:1 ,,უდინეზე”
22′ დე პაული (0-1), 31′ მილიკი (1-1),
90+4′ პოლიტანო (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი