მთავარი მთავარი ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა

ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
106 ნახვა

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძე მედლის გარეშე დარჩა.

ჩხეიძემ ატაცში 168 კილოგრამი დასძლია.
აკვრაში კი სამი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. მან 208 კილოგრამი დააფიქსირა.
ორჭიდის ჯამში კი ირაკლი ჩხეიძის მონაგარმა 376 კილოგრამი შეადგინა. ამ შედეგების გათვალისწინებით ჩხეიძე საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილზ აღმოჩნდა.

ირაკლი ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ხვალ, მსოფლიოს პირველობა ქართველების გარეშე ჩაივლის.

ზეგ, 10 ნოემბერს, კი მსოფლიოს წინაშე ოლიმპიური, მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე წარსდგება.
მასთან ერთად თურქმენულ ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი