მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ბრაზილიელ რიკიშისთან წააგო

ტოჩინოშინმა ბრაზილიელ რიკიშისთან წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ივლისის ბაშოს მეორე დღეს ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.

მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა ბრძოლა მე-10 მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეისთან დათმო.

ჩვენებური სამხრეთ ამერიკელმა რიკიშიმ დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ლევან გორგაძეს 1 მოგების წილ, 1 მარცხი გააჩნია.
მას იმისათვის, რომ ტურნირი კაჩი-კოჩით ანუ დადებითი ბალანსით დაასრულოს, კიდევ 7 გამარჯვება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა იაპონელ მიოგირიუს დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი