მთავარი მთავარი 2020 წელს ოქროს ბურთი არავის გადაეცემა

2020 წელს ოქროს ბურთი არავის გადაეცემა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ოქროს ბურთი წელს არავის გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას პრიზის დამფუძნებელი „ფრანს ფუტბოლი” ავრცელებს.

ჟურნალის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2019-2020 წლების სეზონი სრულფასოვნად არ ჩატარებულა.

მათი განმარტებით, დიდ საფეხბურთო ტურნირებზე დაწესებული იძულებითი პაუზა, ნაადრევად შეწვეტილი ჩემპიონატები და ზოგადად პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს საშუალებას არ აძლევთ, რომ ჯილდო ობიექტურად გასცენ.

ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი 1956 წლიდან იმართება.
პრიზს წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ.
პირველად ზემოთაღნიშნული ჯილდო ინგლისელ ფეხბურთელმა სტენლი მეტიუზს გადასცეს..

64 წლის განმავლობაში პირველად მოხდება, როდესაც დაჯილდოვების ცერონიალი არ შედგება.

ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გახლავთ. მას პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოპოვებული.

პორტუგალიელმა კრისტიანუ რონალდუმ კი ,,ფრანს ფუტბოლის” მიერ დაწესებული პრიზი 5-ჯერ დაისაკუთრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი