მთავარი მსოფლიოინგლისი ხოსეპ გვარდიოლა: ,,წელს ტიტულის მოპოვება კიდევ შეგვიძლია”

ხოსეპ გვარდიოლა: ,,წელს ტიტულის მოპოვება კიდევ შეგვიძლია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის თასის 1/2 ფინალიდან გამოვადნის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კომენტარი გააკეთა.

გვარდიოლა ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ მის გუნდს წელს ტიტულის მოგების შანსი ისევ გააჩნია.

ხოსეპ გვარდიოლა: ,,სამწუხაროდ, ,,არსენალთან” ჩვეულ სტილში ვერ ვითამაშეთ და დასანანი მარცხი განვიცადეთ. მიუხედავად, ამისა დანებებას და მომავალ სეზონზე ფიქრს ჯერ არ ვაპირებთ.
ამ სეზონში ორი ტიტულის მოგების შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ ვართ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებას მივაღწიოთ.
ბრძოლა გრძელდება! წელს ტიტულის მოპოვება კიდევ შეგვიძლია.
,,რეალთან” ძალიან რთული შეხვედრა გველის. მართალია, მადრიდში 2:1 გავიმარჯვეთ, თუმცა მშვიდად ყოფნის უფლება არ გვაქვს. ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურნირის მოგება ყველა გუნდს შეუძლია.” – აცხადებს
,,მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი