მთავარი მსოფლიოიტალია კრისტიანუ რონალდუს დუბლით ,,იუვენტუსმა” ,,ლაციოს” სძლია

კრისტიანუ რონალდუს დუბლით ,,იუვენტუსმა” ,,ლაციოს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

იტალიის სერიას 34-ე ტურის შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ტურინის ,,იუვენტუსმა” რომის ,,ლაციო” დაამარცხა.

ტურინის, ,,ალიანს სტედოუმზე” გამართულ მატჩში ,,ბებერმა ქალბატონმა” 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრის გმირი ტურინელთა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ გახდა.  მან დუბლი გაიფორმა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ 51-ე წუთზე მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.  11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად რონალდუმ შეასრულა.

54-ე წუთზე ,,იუვენტუსის” ფეხბურთელებმა რომაელები კონტრიერიშზე დაიჭირეს. საჯარიმოში შესულ  არგენტინელ პაოლო დიბალას პასი კრისტიანუ რონალდუმ დედის რძესავით შეირგო.

ერთადერთი ე.წ. პრესტიჟის გოლი ,,ლაციომ” 83-ე წუთზე პენალტით გაიტანა. 11-მეტრიანი გუნდისა და სერია A-ს  ბომბარდირმა ჩირო იმობილემ გამოიყენა.

,,იუვენტუსს” ამ გამარჯვების შემდეგ 80 ქულა გაუხდა და სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე მე-2 ადგილზე მყოფ მილანის ,,ინტერს” 8 ქულით გაუსწრო.

,,ლაციო” კი 69 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

იტალია სერია A
34-ე ტური

ტურინი, ,,ალიანს სტედიუმი”

,,იუვენტუსი” 2:1 ,,ლაციო”
51′ პენ. 54′ რონალდუ (1-0, 2-0), 83′ იმობილე (2-1)

,,იუვენტუსი”: სჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, რემსი (57′ მატუიდი), ბენტანკური, რაბიო, დუგლას კოშტა (57′ დანილო), რონალდუ, დიბალა (89′ რუგანი)
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

,,ლაციო”: შტრაკოშა, ბასტოსი, ლუის ფილიპე (89′ ფალბო), აკერბი, ლაზარი (89′ მორო) მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი (75′ ა. ანდრესონი), პაროლო, დ. ანდერსონი (66′ ვავრო), კაისედო (66′ ადეკანიე), იმობილე
მთავარი მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი