მთავარი მსოფლიოNBA ინდიანელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს

ინდიანელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ინდიანა პეისერსის” ცენტრი გოგა ბითაძე 20 ივლისს 21 წლის გახდა.

ბითაძე ახლა ფლორიდის შტატში, “დისნეი ლენდში” ინდიანელებთან ერთად იმყოფება და ნბა-ს განახლებისთვის ემზადება.

კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში შეწყვეტილი ნბა 31 ივლისს განახლდება და ყველა მატჩი დისნეილენდის სპორტულ არენაზე გაიმართება.

კლუბმა თავის ახალგაზრდა, იმედისმომცემ ცენტრს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა.  ინდიანელებმა სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც გოგა ბითაძე ქართულადა და ინგლისურად წერია, დატანილია საქართველოს დროშა, კალათბურთის ბურთზე კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო გერბია გამოსახული. იქვეა მიწერილი: “შემოგვიერთდი და ერთად მივულოცოთ გოგას დაბადების დღე”.

,,ინდიანა პეისერსმა” ქართველი ცენტრი გასულ წელს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია.

პანდემიამდე ბითაძის საშუალო მაჩვენებლები 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება იყო.

თავად კალათბურთელებმა, ვარჯიშის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, ქართველ ცენტრს დაბადების დღე ტორტით მიულოცეს. გოგამ სიმბოლურად, 1 სანთელი ჩააქრო.

წყარო: gbf.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი