რამდენიმე წუთის წინ მოსკოვის ,,ცსკას” მომავალი სეზონის მატჩების კალენდარი გამოქვეყნდა.
,,ცსკაში” საქართველოს ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას დებიუტი VTB ლიგაზე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში შედგება.
23 სექტემბერს ველოდრომ „სარიარკას” დარბაზში ადგილობრივი ,,ასტანასა” და ,,ცსკას” მატჩი გაიმართება.
,,ცსკას” VTB ლიგა ისტორიაში 10-ჯერ აქვს მოგებული.
გაირკვა ევროლიგის დაწყების თარიღიც.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი სტარტს 1 ოქტომბერს აიღებს.
,,ცსკა” ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება.
სულ კი მოსკოვის კლუბს ევროლიგის ჩემპიონის ტიტული 8-ჯერ აქვს მოპოვებული.