მთავარი მსოფლიოინგლისი ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,უოტფორდი” გაანადგურა

,,მანჩესტერ სიტიმ” ,,უოტფორდი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის ბოლოსწინა 37-ე ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად, ,,უოტფორდს” გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 მოუგო.

მატჩის გმირი რაჰემ სტერლინგი გახდა. ინგლისელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.
სტერლინგს მიმდინარე სეზონში 19 გოლი დაუგროვდა. ეს შედეგი კი მისთვის პრემიერლიგაში საუკეთესო გახლავთ.

გვარდიოლას შეგირდებმა 2019-2020 წლების სეზონი ინგლისის ვიცეჩემპიონის სტატუსით დაამთავრეს.

,,ქალაქელებს” ბოლო ტურის წინ
25 მოგება, 3 ფრე და 9 მარცხი აქვთ.

,,მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგიდან, ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში მანჩესტერელები 8 აგვისტოს, შინ, მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდებიან და გასვლაზე მოპოვებული 2:1 გამარჯვების შენარჩუნებას შეეცდებიან.

პრემიერლიგა.
37-ე ტური

,,უოტფორდი” 0:4 ,,მანჩესტერ სიტი”
31′ 40′ სტერლინგი (0-1, 0-2), 63′ ფოდენი (0-3), 66′ ლაპორტე (0-4)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი