მთავარი მსოფლიოიტალია ,,მილანი” აღარ ხუმრობს

იტალიის სერია A-ში ,,მილანი” წაუგებელ მატჩების სერიას აგრძელებს.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განახლებულ ჩემპიონატში ,,როსონერის” წაგება არ გააჩნია.

მილანელთა წაუგებელმა სერიამ თასის მატჩის ჩათვლით 10 შეხვედრას მიაღწია.
სტეფანო პიოლის ბიჭებმა სხვა გუნდებთან ერთად ,,რომას”, ,,ლაციოს” და ჩემპიონობის მთავარ ფავორიტ ,,იუვენტუსს” სძლიეს.

,,მილანმა” 35-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად, ,,სასუოლო” 2:1 დაამარცხა.
მატჩის გმირი ვეტერანი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. მან დუბლი გაიფორმა.

წარმატებული თამაშის შემდეგ ,,მილანს” 59 ქულა დაუგროვდა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადავიდა.
ისინი ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოს არიან.
აი, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მის წინ მყოფ რომის ,,ლაციოს” 10 ქულით მეტი გააჩნია.

,,სასუოლო” 1:2 ,,მილანი”
19′ იბრაჰიმოვიჩი (0-1), 42′ კაპუტო პენ. (1-1), 45+3′ იბრაჰიმოვიჩი (1-2)
გაძევება: 45+7′ ბოურაბია (,,სასუოლო”)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი