მთავარი მთავარი ივლისის ბაშოზე ჰაკუჰომ მე-4 ორთაბრძოლა მოიგო

ივლისის ბაშოზე ჰაკუჰომ მე-4 ორთაბრძოლა მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში მიმდინარე შიჩიგაცუ ბაშოზე მე-4 დღის ორთაბრძოლები შედგა.

ტურნირის ფავორიტმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მიჯრით მე-4 დაპირისპირება მოიგო.

,,თეთრმა ფენიქსმა” მე-2 მაეგაშირა იაპონელი ტაკანოშო დოჰიოდან ცუკიოტოშით გადააგდო.

წარმატებულად იასპარეზეს ოძეკებმა ასანოიამამ და ტაკაკეიშომ.

ტაკაკეიშომ პირველ მაეგაშირა ენდოს დაძაბულ ორთაბრძოლაში
ოშიდაშით მოუგო.
ასანოიამამ კი კომოსუბი დაიეიშოს ოკურიდაშით სძლია.

ხვალ, იოკოძუნა ჰაკუჰოს მეტოქე
მე-2 მაეგაშირა ონოშო იქნება.
ონოშოს ტურნირზე მოგება არ აქვს.

ასანოიამა წარმატებული სერიის გაგრძელებას მე-3 მაეგაშირა კირიბაიამასთან ეცდება.

ტაკაკეიშო კი მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი