მთავარი მსოფლიოიტალია ,,მილანმა” სტეფანო პიოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

,,მილანმა” სტეფანო პიოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ,,მილანმა” მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან კონტრაქტი გაახალგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, სტეფანო პიოლი კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

პიოლიმ ,,მილანი” 2019 წელს ჩაიბარა. მის ხელში გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობს.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ,,როსონერიმ” მიჯრით 10 შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარა.
მილანელებმა სერია A-ში 9 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 7 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
ერთი მატჩი ფრედ სათასო დაპირისპირებაში დააფიქსირეს.

პიოლის გუნდი ამჟამად მე-5 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე გასვლის რეალური კანდიდატია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი