მთავარი მსოფლიოინგლისი ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
5 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის ბოლოსწინა 37-ე ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,ვესტ ჰემთან” მატში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

,,ოლდ ტრაფორდის” სტადიონზე ,,წითელი ეშმაკებისა” და ლონდონური კლუბის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმრები პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დაწინაურდნენ.
,,ვესტ ჰემის” სასარგებლოდ დანიშნული პენალტი მაიკ ანტონიომ გამოიყენა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა წონასწორობა 51-ე წუთზე აღადგინეს.
ფრანგ ენტონი მარსიალის პასით გოლი მეისონ გრინვუდმა გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ,,მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგის დაარულებამდე ერთი ტურით ადრე 63 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება.
63 ქულა ასევე ,,ჩელსისაც”, რომელიც 37-ე ტურის შეხვედრას სტუმრად, ჩემპიონ ,,ლივერპულთან” დღეს ჩაატარებს.
მანჩესტერელთა კიდევ ერთ კონკურენტ ,,ლესტერს” 62 ქულა გააჩნია.

ბოლო ტურში ,,ლესტერი” შინ, ,,მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედიც სწორედ, ამ შეხვედრაში გაირკვევა.

,,მანჩესტერ იუნაიტედი” 1:1 ,,ვესტ ჰემი”
45+2′ ანტონიო (0-1), 51′ გრინვუდი (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი