მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ლივერპულმა” ინგლისის ჩემპიონის ნანატრი თასი ჩაიბარა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა

,,ლივერპულმა” ინგლისის ჩემპიონის ნანატრი თასი ჩაიბარა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

30-წლიანი ლოდინის შემდეგ წელს ,,ლივერპულმა” ნანატრი ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა.

,,მერსესაიდელებს” ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი გუშინ, ,,ჩელსისთან” 5:3 გამარჯვების შემდეგ გადასცეს.

ამ შეხვედრაში ,,ლივერპულმა” რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდს ,,არისტოკრატებთან” გამარჯვებით მიმდინარე სეზონში 31-ე გამარჯვება იზეიმა.
ეს კი კლუბის 128-წლიანი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
,,ლივერპულს” ერთ სეზონში ამდენი მატჩი არასდროს მოუგია.

მერსესაიდელებს პრემიერლიგაში შინ, ,,ელფილდ როუდზე” 3 ჩემპიონატის განმავლობაში არ წაუგია. ესეც, კლუბის არსებობის განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ.

შესაბამისად, ,,ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც რეკორდსმენია.
გერმანელი კლუბის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც ,,წითლებმა” 3 წლის განმავლობაში შინ, არცერთი შეხვედრა არ წააგეს.

წელს პრემიერლიგაში ,,ლივერპულმა” 31 მატჩი მოიგო.
3-3 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა და წააგო.
გუნდმა თავი 96 ქულას მოუყარა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი