მთავარი ვიდეო VIDEO: ლევან გორგაძემ მე-3 ბრძოლა მოიგო

VIDEO: ლევან გორგაძემ მე-3 ბრძოლა მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
128 ნახვა

ტოკიოს, ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში სუმოს სუპერტურნირი შიჩიგაცუ ბაშო გრძელდება.

დღეს, ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ მე-5 ორთაბრძოლა ჩაატარა.

ტოჩინოშინის წინაშე დოჰიოზე მე-12 მაეგაშირა იაპონელი სადანოუმი დადგა.

ექს-ოძეკი გორგაძემ შესანიშნავი ბრძოლა ჩაატარა და აზიელი მოწინააღმდეგე ცუკიოტოშით დოჰიოდან გადააგდო.

ლევანს, ამ დროისთვის 3 მოგების წილ, 2 მარცხი გააჩნია.
კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის გაფორმებამდე კი კიდევ 5 მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა იაპონელ კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება.
იაპონელს ივლისის ბაშოზე 4:1 ბალანსი გააჩნია.

ესეც ტოჩინოშინის მოგების ვიდეო: https://adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი