იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ
შიჩიგაცუ ბაშოზე ფავორიტებისთვის მე-5 დღე წარმატებული გამოდგა.
ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ ივლისის ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა.
,,თეთრმა ფენიქსმა” მე-2 მაეგაშირა ონოშო დოჰიოზე უვატედაშინაგეს ილეთით გააგორა.
ტურნირზე წაუგებლად ასპარეზობს ოძეკი ასანოიამა.
დღეს, მან მე-3 მაეგაშირა კირიბაიამა დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
შიჩიგაცუ ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია სეკივაკე მიტაკეუმიც.
მიტაკეუმმა მე-5 გამარჯვების მოპოვება პირველ მაეგაშირა ენდოსთან ოშიდაშით მოიპოვა.
მიმდინარე ბაშოზე 5:0 ბალანსი
მე-15 მაეგაშირა კოტოშოჰოს და
მე-10 მაეგაშირა მიოგირიუს გააჩნიათ.
დღეს, დოჰიოდან გამარჯვებული ოძეკი ტაკაკეიშო გამოვიდა. მან მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის ჰატაკიკომით სძლია.
ხვალ, იოკოძუნა ჰაკუჰო მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინება.
ოძეკი ასანოიამას მეტოქე მე-2 მაეგაშირა ონოშო იქნება.
ოძეკი ტაკაკეიშო ურთიერთობას
მე-3 მაეგაშირა კირიბაიამასთან გაარკვევს.
სეკივაკე მიტაკეუმის წინაშე კომოსუბი ოკინოუმი წარსდგება.