მთავარი მსოფლიოესპანეთი უნაი ემერიმ ,,ვილიარეალი” ჩაიბარა

უნაი ემერიმ ,,ვილიარეალი” ჩაიბარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

48 წლის სპეციალისტი უნაი ემერი ,,ვილიარეალის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ემერიმ პრიმერა დივიზიონის კლუბთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ემერიმდე ,,ვილიარეალს” ხავიერ კალიეხო წვრთნიდა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან სამიოდე დღის წინ გაანთავისუფლეს.

უნაი ემერი გამოცდილი მწვრთნელია. იგი კარიერის განმავლობაში ,,ლორკა დეპორტივოს”, ,,ალმერიას”, ,,ვალენსიას”, მოსკოვის ,,სპარტაკს”, ,,სევილიას”, ფრანგულ ,,პსჟ”-ს და ,,არსენალს” ედგა სათავეში.

უნაი ემერიმ ,,სევილიასთან” ერთად ზედიზედ 3-ჯერ ევროპის ლიგა მოიგო.
,,პსჟ”-ში ყოფნისას საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

,,ვილიარეალი” მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
გუნდმა აწ დასრულებულ ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი