მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსის” ჩემპიონობა გადაიდო – ,,ბებერი ქალბატონი” ,,უდინეზესთან” დამარცხდა

,,იუვენტუსის” ჩემპიონობა გადაიდო – ,,ბებერი ქალბატონი” ,,უდინეზესთან” დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში ,,უდინეზესთან” სტუმრად, მოგების შემთხვევაში ,,იუვენტუსს” ჩემპიონობის განაღდება შეეძლო.

თავის მხრივ ,,უდინეზე” ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო.

უდინელებმა  მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და ,,ბებერი ქალბატონს”
2:1 სძლიეს.

პირველი ტაიმი მაურისიო სარის შეგირდებმა მოიგეს.
43-ე წუთზე გოლი ტურინების ნიდერლანდელმა ლეგიონერმა
მატის დე ლიხტმა გაიტანა.

მასპინძლებმა წონასწორობა 52-ე წუთზე აღადგინეს.
გოლი ულამაზესი გამოვიდა.
შვედ კენ სემას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ნახტომში თავით მეტოქის კარში ჩრდილოეთ მაკედონიელმა ილია ნესტეროვსკიმ გადაგზავნა.

შეხვედრის მიწურულს ,,იუვენტუსმა” მოწინააღმდეგეს მთელი ძალით შეუტია.
ამით ერთ-ერთ ეპიზოდში ,,უდინეზეს” ფეხბურთელებმა ისარგებლეს და კონტრიერიში წამოიწყეს.
ბურთი კოტ’ დიუვარელმა სეკო ფოფანამ მიიღო და სწრაფად გაიქცა. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმოში შევიდა და ბურთი ვიოჩეხ სჩესნის კარის ბადეში გაახვია.

საბოლოოდ, ,,უდინეზემ” საჩემპიონოდ მომართულ ,,იუვენტუსს” 2:1 სძლია და შინ, დამწუხრებული გაუშვა.

ამ მარცხის შემდეგ ,,იუვენტუსს” აქტივში 80 ქულა დარჩა და მეორე ადგილზე მყოფ ,,ატალანტას” ისევ 6 ქულით სჯობნის.
სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

,,უდინეზემ” კი ფავოროტის ძლევით 3 ქულა გამოიმუშავა და 39 ქულით მე-15 ადგილამდე დაწინაურდა.

სერია A
36-ე ტური

,,უდინეზე” 2:1 ,,იუვენტუსი”
42′ დე ლიხტი (0-1), 52′ ნესტეროვსკი (1-1), 90+2′ ფოფანა (2-1)

,,უდინეზე“: მუსი, ტროსტ-ეკონგი, ბაკაო (90+5′ დე მარიო), ნუიტონკი, ტერ ავესტი (78′ სამირი) დე პაული, ფოფანა, სემა, ზეეგელაარი (69′ სტრიგერ ლარსენი), ნესტოროვსკი, ოკაკა
მთავარი მწვრთნელი: ლუკა გოტი

,,იუვენტუსი“: სჩესნი, დანილო (75′ კუადრადო),  რუგანი, დე ლიხტი, ალექს სანდრო,
რემსი (60′ მატუიდი),  რაბიო, ბერნანდესკი (60′ დუგლას კოშტა), რონალდუ, დიბალა
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი