მთავარი მსოფლიოიტალია ,,ლაციომ” ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა

,,ლაციომ” ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრის შემდეგ რომის ,,ლაციომ” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა.

რომაელებმა საკუთარ ,,,ოლიმპიურ სტადიონზე” ,,კალიარის” 2:1 სძლიეს.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
,,ლაციოს” გასახდელში გოლი არგენტინელმა ჯოვანი სიმეონემ გაატანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში, კერძოდ 47-ე წუთზე ,,ლაციომ” წონასწორობა აღადგინა.
გოლი სერბმა სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩმა გაიტანა.

მე-60 წუთზე რომაელები წინ გუნდის ლიდერმა ჩირო იმობილემ გაიყვანა.
ჩირო იმობილე სერია A-ს ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
იტალიელ ფორვარდს 31 გოლი აქვს გატანილი და ,,იუვენტუსის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრისტიანუ რონალდუს ერთი გოლით უსწრებს.

,,ლაციომ” ამ გამარჯვებით თავი 72 ქულას მოუყარა და მე-4 ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

,,ლაციო” 2:1 ,,კალიარი”
45′ სიმეონე (0-1), 47′ მილენკოვიჩ-სავიჩი (1-1), 60′ იმობილე (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი