მთავარი მთავარი VIDEO: ექს-ოძეკების ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

VIDEO: ექს-ოძეკების ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შიჩიგაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა რიგით მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძე ივლისის ბაშოს მე-6 დღეს მე-14 მაეგაშირა კოტიშოგიკუს სძლია.

ექს-ოძეკების ჯახში ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე უვატენაგეთი გააგორა.

ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენებურ მებრძოლს 4 მოგება და 2 მარცხი გააჩნია.
კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად კი კიდევ 4 გამარჯვებაა საჭირო.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა კოტოეკოს შეერკინება და მე-5 წარმატებას შეეცდება.

ესეც ლევან გორგაძის გამარჯვების ამსახველი ვიდეო: https://adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი